„ევრობილდის“ თანამონაწილობით კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის მშენებლობა დასრულდა. ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა სწორედ ჩვენი პროსუქციის გამოყენებით მოხდა.
ბიბლიოთეკა დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა. 3000 კვმ ფართის შენობაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც მოიცავს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამკითხველო დარბაზს, მედიათეკას, სამუშაო, სალექციო, საკონფერენციო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებს, სივრცეებს ადმინისტრაციული ოფისებისთვის. ახალგაზრდული ცენტრის შენობაში გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრის განთავსება, სამუზეუმო სივრცეში მოეწყობა გამოფენები.
ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო ბიუჯეტისა და აზიის განვითარების ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა.
ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდულ ცენტრში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად გახსნა.